• info@officesintbilisi.com
Your search results

წესები და პირობები

შპს ოფისის ინ თბილისი  (შემდგომში ჩვენ, ჩვენი, კომპანია, Offices in Tbilisi )

საიდენტიფიკაციო კოდი: 404789939 

მისამართი: ქ, თბილისი, ლეონიძის ქ . #2 , სართ. 3;

კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: info@officesintbilisi.com

ტელეფონის ნომერი: + (995 ) 555 509 991 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ წარმოდგენილ პირობებს.

  1. ზოგადი ინფორმაცია
    ჩვენი ვებ-გვერდი წარმოადგენს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის და გაქირავების საინფორმაციო პლატფორმას. საიტზე განთავსებული ყველა განცხადება, აღწერა, ფოტო და ინფორმაცია თავსდება მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ. მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი განცხადება განათავსონ.
  2. სერვისის არსი
    საიტზე გამოქვეყნებული უძრავი ქონება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციულ მიზანს. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ფასი, ფართობი, მდებარეობა და სხვა მონაცემები, საკონსულტაციო ხასიათისაა და შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს.
    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განახლდეს ან წაიშალოს ნებისმიერი განცხადება, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  3. მომხმარებლის მონაცემები
    რადგან საიტზე რეგისტრაცია არ არის საჭირო, მომხმარებლებს მხოლოდ საკონტაქტო ფორმის შევსება შეუძლიათ. ფორმაში ისინი ტოვებენ საკუთარ სახელს, ტელეფონის ნომერს ან სხვა სასურველ საკონტაქტო ინფორმაციას.

მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი მიერ მიწოდებული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შემდეგ მიზნებისთვის:

  • მომხმარებელთან უკუკავშირი;
  • უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კონსულტაციის ან შეთავაზების მიწოდება.
  1. მესამე პირებზე ინფორმაციის გადაცემა
    მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონი ან ეს აუცილებელია მომხმარებელთან კომუნიკაციის დასამყარებლად (მაგალითად: პარტნიორ-მაკლერთან დაკავშირების მოთხოვნის შემთხვევაში).
  2. მომხმარებლის ვალდებულებები
    საიტის გამოყენებისას მომხმარებელი ვალდებულია:
  • არ განახორციელოს რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
  • არ გადასცეს ჩვენთვის მცდარი ან არასწორი ინფორმაცია;
  • არ გამოიყენოს საიტი არასათანადო ან უკანონო მიზნებისთვის.
  1. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, როდესაც:
  • საიტზე არსებული ინფორმაცია მომხმარებელმა არასწორად გაიგო;
  • ტექნიკური მიზეზებით საიტის მუშაობა დროებით შეფერხდა;
  • უძრავი ქონების მონაცემები შეიცვალა განცხადების განახლებისას.
  1. ინტელექტუალური საკუთრება
    საიტზე არსებული ყველა ტექსტი, ფოტო, ლოგო და სხვა მასალა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. მათი დაკოპირება ან სხვა დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
  2. ცვლილებები წესებსა და პირობებში
    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ან განვაახლოთ წესები და პირობები ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში შედის მათ საიტზე განთავსებისთანავე.
  3. კონტაქტი
    ნებისმიერი შეკითხვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

Compare Listings