• info@officesintbilisi.com

ქირავდება კომერციული საოფისე ფართი საბურთალოზე

$ 120,000

განცხადების კოდი: 21859
ფასი: $ 120,000
ფართის მოცულობა: 6,000 m2

აღწერა

გთავაზობთ  ა კლასის ბიზნესცენტრი საბურთალოზე, კერძოდ იოსებიძის #71-ში, გაგარინის მოედნის მიმდებარედ ს/კ: 01.10.13.012.001 .ფასადი, სადარბაზოს რემონტი და ლობის რემონტი დასრულებულია. შიდა რემონტზე სრულად შესაძლებელია დამქირავებლის მოთხოვნებზე და დიზაინზე მორგება, შესაძლებელია გაკეთდეს  იმდენი სველი წერტილი რამდენსაც მოითხოვთ.
შესაძლებელიაა აბაზანებიც კი გაკეთდეს  მოთხოვნა თუ იქნება და დამოუკიდებელი სამზარეულო თანამშრომლებისათვის.
ბიზნეს ცენტრი არის 7 სართულიანი და აქვს ასევე მინუს 1 სართული. პირველი სართული არის კომერციული და დანარჩენი 6 სართული საოფისე. 1 სართულზე იქნება 113 კვ.მ. საერთო მოხმარების რესეფშენი (ლობი). შენობაში არის 3 ლიფტი, აქიდან ერთი დიდი სატვირთო (18 კაციანი) სადაც ეტევა საკაცე და დარჩენილი 2 საშუალო ზომის (8 კაციანები). ლიფტების რაოდენობიდან გამომდინარე არასდროს არ იქნება რიგები.

საოფისე აღჭურვილია 8 თაობის გათბობა-გაგრილებისა და ვინტილაციის სისტემით. ასევე სახანძრო სისტემით, კერძოდ:

 სუფთა (გარე) ჰაერის სისტემები
 კონდიცირება
 რეკუპერაცია ვენტილაცია
 სახანძრო ვენტილაცია
 ხანძარქრობა
 წყალმომარაგება
 სუსტი დენები(სახანძრო)
 ელექტრო ფარი( სახანძროსთვის)
 სიგნალიზაცია
 გახმოვანება
 წყლის რეზერვუარი 100 ტონიანი (წყლის წასვლის შემთხვევაში)

საოფისესთვის აქვს იდეალური ლოკაცია. უდგება ყველანაირი ტრანსპორტი. მოდიან სამარშუტო ტაქსები. ფეხით 1 წუთის სავალზე არის ავტობუსების გაჩერება. ფეხით 5-6 წუთის სავალზე არის მეტრო. ქალაქაის ყველა მაგისტრალი უერთდება გაგარინის მოედანს. აქვს იდეალური ლოკაცია.

შენობა არის ენერგო ეფექტური. არის დათბუნებული. მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარით. შენობის ფასადი არის უმაღლესი ხარისხის ალუკა-ბონდითა და მიუნხენის ფაქტურის ლესვა-ღებვით.

სხვადსასხვა სართულს აქვს სხვადასხვა ფასი. გვაქვს ბიუჯეტური სართულებიც. მაგალითად მეორე სართულის ჭერის სიმაღლე არის 3 მეტრი, ხოლო 4 – 7 სართლების ჭერის სიმაღლე არის 4.20 მეტრი.

ეხლა რაც შეეხება ფასებს:

• კომერციული 1 სართული – 27 აშშ დოლარს + დღგ და +2 აშშ დოლარი მომსახურების
• 2 სართული – 22 აშშ დოლარს + დღგ და + 2 აშშ დოლარი მომსახურების
• 3 სართული – 22 აშშ დოლარს + დღგ და +2 აშშ დოლარი მომსახურების
• 4 სართული – 24 აშშ დოლარს + დღგ და +2 აშშ დოლარი მომსახურების
• 5 სართული – 24 აშშ დოლარს + დღგ და +2 აშშ დოლარი მომსახურების
• 6 სართული – 24 აშშ დოლარს + დღგ და +2 აშშ დოლარი მომსახურების
• 7 სართული – 24 აშშ დოლარს + დღგ და +2 აშშ დოლარი მომსახურების

მეშვიდე სართულს გაითვალისწინეთ, რომ აქვს 100 კვ.მ. ვერანდა და პანორამული ხედები თბილისზე. ხელსაყრელია ძალიან მენეჯმენტისათვის.
აღსანიშნავია, რომ ყველა სათულზე განთავსებულია აივნები, რაც თქვენს თანამშრომლებს დროს არ დააკარგინებს სიგარეტის მოსაწევად ეზოში სასიარულოდ და განიავებისთვის.

თითო სართული სასარგებლო ფართი 794 კვ.მ-ია.

რაც შეეხება პარკინგებს, ობიექტს აქვს პარკინგები და შევთანნხმდებით ინდივიდუალურად.

გათბობა
ცენტრალური გათბობა
გაქირავების ტიპი
მთლიანი შენობა
კორპუსი / კომპლექსის მახასიათებლები
ვინტილაცია
ლიფტი
მდგომარეობა
მწვანე კარკასი
ცხელი წყალი
ცენტრალური ცხელი წყალი

ქვეყანა: Georgia

Compare Listings