აღწერა
ქირავდება 311.9 მ² კომერციული ფართი ილია ჭავჭავაძის გამზირზე. ფართი არის საოფისე და მდებარეობს პრესტიჟულ ადგილას, ქალაქის ცენტრში, ჰილტონის შენობაში.
• საერთო საოფისე ფართი – 311.90 მ² (რემონტით/ მზადყოფნაში);
• 1 მ²-ის ფასი – 27 ევრო (დღგ-ს გარეშე);
• მოვლის/მენეჯმენტის საკომისიო 1 მ²-ზე – 3 ევრო (დღგ-ს გარეშე);
• იჯარის საფასურში შედის 2 პარკინგის ადგილი;
• დამატებითი პარკინგის ადგილის ფასი – 150 ევრო (დღგ-ს გარეშე);
• იჯარის ვადა მინიმუმ 5 წელი (პირველი 3 წელი შეწყვეტის უფლების გარეშე);
• იჯარის შეწყვეტის შეტყობინება – 6 თვით ადრე (წერილობითი ფორმით).
მოვლის მომსახურება მოიცავს:
• საერთო სარგებლობის ფართებზე კომუნალური გადასახადები;
• საერთო სარგებლობის ფართების და ქონების დასუფთავება, FM ოპერაციები და ტექნიკური მომსახურება;
• ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მოვლა (ინჟინერია, ლიფტები, HVAC და სხვა);
• ლობის რეცეფცია (ოფის მენეჯერი);
• ელექტროენერგიის 24-საათიანი ალტერნატიული წყარო;
• წყლის 24-საათიანი მომარაგების სისტემა დამატებითი რეზერვუარით;
• 24/7 უსაფრთხოების მომსახურება;
• ელექტრონული ნებართვის სისტემა სამუშაოებისთვის;
• მუნიციპალური გადასახადები (თუ არსებობს);
• გადასახადები, რომლებიც გადასახდელია მესაკუთრის მიერ, მათ შორის ქონების გადასახადი (თუ არსებობს);
• ქონების მართვისა და ადმინისტრირების საფასური (მესაკუთრის მიერ გაწეული ან მესამე მხარის მენეჯერზე დაკისრებული);
• სხვა დანახარჯები, რომლებიც ჩვეულებრივ საქმიანობაში შედის და უნდა შედიოდეს მომსახურების საფასურში.