• info@officesintbilisi.com

თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი 2024-2025

Your search results
Posted by admin on ნოემბერი 26, 2025
0 Comments

თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ ფაზაში შედის. 2024- 2025 წლებში აშკარად შეინიშნება მოთხოვნის გაზრდა თანამედროვე და მაღალი ხარისხის საოფისე ფართებისკენ — განსაკუთრებით საბურთალოს, ვაკისა და ცენტრალური ბიზნეს უბნების მიმართულებით.

A კლასის ბიზნეს ცენტრები განაპირობებენ ოფისების ახალი სტანდარტების დამკვიდრებას: გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე დიზაინი, მაღალი ხარისხის მომსახურება და ენერგო ეფექტურობა.

მოთხოვნა იზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მზარდი კომპანიები ეძებენ ხარისხს, ფუნქციონალურობას და მოქნილ საიჯარო პირობებს. როგორც A კლასის ფართებს, ისე ცენტრალურ უბნებში არსებულ ძველ შენობებს შენარჩუნებული აქვთ შედარებით მაღალი დატვირთულობა.

მოთხოვნა მაღალია საშუალო ბაზრის სეგმენტზე — B და B+ კლასის შენობებზე. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, სურთ ქონდეთ კარგი ოფისი მოსახერხებელ ლოკაციაზე. ამ კატეგორიის — ხარისხიანი, B და B+ კლასის საოფისე ფართების მიწოდება შეზღუდულია, რის გამოც ბაზრის ამ ნაწილის დაკმაყოფილება რთულია.

საშუალო ბაზრის სეგმენტში, განსაკუთრებით B და B+ კლასის ოფისებზე, მოთხოვნა მნიშვნელოვნად მაღალია. მცირე და საშუალო ზომის კომპანიები აქტიურად ეძებენ კარგ ლოკაციაზე განთავსებულ, ხარისხიან სამუშაო სივრცეებს, თუმცა ბაზარი განიცდის აღნიშნული კატეგორიის ფართების ნაკლებობას. შედეგად, ეს სეგმენტი ხასიათდება დეფიციტით და მდგრადი მოთხოვნის ზრდით.

საოფისე სფერო 2026 წელს დარჩება დინამიური, შენობის ხარისხი, მდებარეობა და მომსახურების ხარისხი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს მოთხოვნის ფორმირებაში.

Offices in Tbilisi-ში ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს, მარტივად იპოვონ მათ ღირებულებებსა და საჭიროებებზე მორგებული საოფისე სივრცე.

Compare Listings